შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები.
“თბილისის ზღვის პლაზაში” გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად დაცვის პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია.
მათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ აიცრან pfizer-ის, sinovac-ის ან sinopharm-ის ვაქცინით.
ძალოვანი უწყების თანამშრომლების 70% უკვე აცრილია.