ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატ “ტოცილიზუმაბზე” ვრცლად საუბრობს.
თენგიზ ცერცვაძე წერს, რომ სახელმწიფო აგრძელებს ყველანაირ ძალისხმევას, მათ შორის სახელმწიფოთაშორის და სამთავრობო დონეზე, რათა რომელიმე ქვეყნიდან ტოცილიზუმაბის ან მისი შემცვლელი მედიკამენტის – სარილუმაბის დამატებითი რაოდენობის შემოტანა მოხერხდეს.
"სიმართლე ტოცილიზუმაბზე და ბ-ნ ვახო კალოიანზე" - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ "ტოცილიზუმაბთან" დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ექიმ ვახტანგ კალოიანს პასუხობს.
როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, “ტოცილიზუმაბზე” დეფიციტი შეიქმნა.
მისი თქმით, ანგაჟირებული ე.წ. ექსპერტები და ჩასაფრებული ადამიანები არ თაკილობენ ამ თემით სპეკულირებას, რაც პანდემიის გამო ისედაც სტრესულ მდგომარობაში მყოფ მოსახლეობაზე დამთრგუნველად მოქმედებს.
ცერცვაძე ექიმ-რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქვეყნის მომარაგება ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტით და რომ რეგიონებში ამ პრეპარატის გამოყენება თითქმის არ ხდება.
“რომ არა ბ-ნი კალოიანის და მისი თანამოაზრეების დესტრუქციული პოზიცია, სახელმწიფო შეძლებდა მედიკამენტზე მსოფლიო დეფიციტის გაჩენამდე შემოეტანა საკმარისი მარაგი. ახლა კი ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის მიუხედავად სახელმწიფო აგრძელებს ყველანაირ ძალისხმევას, მათ შორის სახელმწიფოთაშორის და სამთავრობო დონეზე, რათა რომელიმე ქვეყნიდან მოხერხდეს ტოცილიზუმაბის ან მისი შემცვლელი მედიკამენტის – სარილუმაბის დამატებითი რაოდენობის შემოტანა და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხერხდება.”- წერს საკუთარ მიმართვაში თენგიზ ცერცვაძე