LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარებზე გადასვლა კლასიკური სედანების დასასრულია

46
electrocar

Daimler–ის მთავარმა დიზაინერმა გორდენ ვაგენერმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ავტომობილების მომავალზე გლობალური ელექტროფიკაცია. სპეციალისტის აზრით, ელექტრონული აგრეგატი ინჟინრებს უამრავ დაბრკოლებას შეუქმნის და მათი გადალახვა ძარის კონსტრუქციის შეცვლით იქნება შესაძლებელი. მაგალითისთვის დიზაინერს Mercedes-Benz–ის სიახლე მოჰყავს, მოდელი რომლის პრეზენტაციაც მიუნხენის ავტოსალონზე შედგა.

როგორც ცნობილია, ავტომწარმოებელი მინიმუმ 5 ელექტროქარს წარადგენს, მათ შორის იქნება მდიდრული კროსოვერი Mercedes-Maybach EQS, ასევე ელექტრონული სედანი EQE და G–კლასი. ამ მოდელების სერიული წარმოება სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება. ბრენდის ასეთი არჩევანი იმის მანიშნებელია, რომ Mercedes ფსონს სრულად ელექტრონულ მომავალზე დებს.

მიუხედავად ყველა იმ უპირატესობისა, რაც ეკოლოგიურ ავტომობილებს აქვთ, Daimler–ის მთავარი დიზაინერი თვლის რომ სრული ელექტროფიკაცია ტრადიციული სედანების დასასრულის მომასწავებელია. თუკი Mercedes-Benz–ის სიახლეებს დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული ხაზი სედანის, ჰეტჩბეკის და კუპეს სიმბიოზი იქნება.

თანაც, ძარის ასეთი დიზაინი გარდაუვალი ზომა იქნება, რადგან მასობრივი ელემენტისთვის დიდი ადგილი იქნება საჭირო. საუკეთესო აეროდინამიკისა და ელექტრონული ძრავის კომფორტულად განსათავსებლად კი სპეციალისტებს ავტომობილის ფორმის შექმნისას არაერთი ექსპერიმენტის ჩატარება მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g