ყოფილი სპორტსმენი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, ნანა ნებიერიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა, სოციალურ ქსელში განამრტავს მიზეზებს თუ რატომ შეაჩერა არჩევანი ყოფილი პრემიერის პარტიაზე.
“რატომ პარტია” საქართველოსთვის” და გიორგი გახარია?? იმიტომ რომ, როდესაც ბატონი გიორგი ქვეყნის მეთაური იყო, მე ყოველთვის მქონდა განცდა, რომ იგი ქვეყანის განვითარებაზე და ხალხზე იყო ორიენტირებული! იმიტომ რომ მისმა ბევრმა პოლიტიკურმა ნაბიჯმა დამანახა, რომ გახარია არის ნამდვილი ლიდერი…
მე როგორც სპორტსმენი, კარგად ვიცი რას ნიშნავს, როდესაც გყავს კარგი ლიდერი… და რა შესაძლებლობებს გაძლევს იგი!
ჩემი პოლიტიკაში წასვლა არ მომხდარა სპონტანურად, მე და ჩემი მეგობარი დიდი ხანია ვფიქრობთ, რომ ქალები, უბრალო დედები,ბებიები უნდა გამოვიდეთ სამზარეულოების ან,ჩვენი ყოველდღიური რუტინული ცხოვრების წესიდან და ჩვენ შევცვალოთ ის, რაც ამდენი წელია არ მოგვწონს და რაზეც პოლიტიკოსებს ვაკრიტიკებთ.. ჰოდა მეც მინდა შევიტანო ჩემი წვლილი და დავდო ერთი პატარა კენჭი ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში.. აგური თუ არა..”,- წერს ნანა ნებიერიძე.
ცნობისთვის, პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ შეიქმნა მათი მხარდამჭერთა გუნდი, რომელსაც მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს.