LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინები არ შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს! – ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი ზაალ კოკაია ვაქცინების შემადგენლობაზე წერს

14322
maxresdefault

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაალ კოკაია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობაზე გავრცელებულ მოსაზრებებზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი წერს, კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინები არ შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს.

„ვაქცინები არ შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს!

ერთ-ერთი გავრცელებული ანტივაქსერული დებულება გვამცნობს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს.

ეს აბსოლუტური ტყუილია!

სინამდვილე კი არის შემდეგი:

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ნიდერლანდებში, აბორტის შედეგად დაღუპული ადამიანის ჩანასახის თირკმლის უჯრედების გენეტიკური მოდიფიცირებით მიღებული იყო უჯრედული ხაზი HEK293
(Human Embryonic Kidney), რომელსაც მას შემდეგ იყენებენ ლაბორატორულ კვლევებში, წამლების და ვაქცინების შექმნის პროცესში. ყველაზე ინტენსიურად, HEK293 უჯრედები გამოიყენეს ა ს ტ რ ა-ზ ე ნ ე კ ა ს ვაქცინის დიზაინის პროცესში, ასევე ვირუსის გასამრავლებლად და უჯრედებზე ამ ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად.

ს ი ნ ო ვ ა კ ი ს  და  ფ ა ი ზ ე რ ი ს ვაქცინების შემთხვევაში HEK293 გამოიყენეს მხოლოდ უჯრედებზე ვაქცინის ეფექტურობის დასადგენად. რაც შეეხება ს ი ნ ო ფ ა რ მ ი ს ვაქცინას, მისი შექმნის და გამოცდების დროს ადამიანის უჯრედული ხაზები საერთოდ არ გამოუყენებიათ . ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოში ხელმისაწვდომი არცერთი ვაქცინა არათუ ადამიანის ჩანასახის უჯრედებს, არამედ ამ უჯრედების ნაწილაკებსაც კი არ შეიცავს!

დღესდღეობით, ადამიანის ჩანასახის უჯრედული ხაზების გამოყენებით ათასობით სამეცნიერო კვლევა ტარდება და შეიქმნა სიცოცხლის გადამრჩენი ჩუტყვავილის, ქუნთრუშას, წითურას, A ჰეპატიტის, პოლიომელიტის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები. ეს უჯრედული ხაზები ასევე ინტენსიურად გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების შესაქმნელ კვლევებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აბორტი სპეციალურად არ გაკეთებულა ადამიანის არც ერთი უჯრედული ხაზის მიღების მიზნით. ყველა შემთხვევაში, უჯრედული ხაზები მიიღეს ლეგალური აბორტირებული, მკვდარი ჩანასახის უჯრედების გენეტიკური მოდიფიკაციით და მრავალჯერადი გამრავლებით.

თანაც, ეს მოხდა ათწლეულების წინ და დღესაც მეცნიერები თავის კვლევებში იყენებენ იმ ერთეული აბორტების შემდეგ მიღებული უჯრედების შთამომავალ უჯრედებს. 2020 წელს ჩატარებული გათვლებით ერთ-ერთი ასეთი უჯრედული ხაზის (WI-38) გამოყენებით ვაქცინების შექმნამ დაახლოებით 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა).

დ ა ს კ ვ ნ ა:

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები არ შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს. თუკი ვირუსის წარმოების ან გამოცდის პროცესში ამ უჯრედების გამოყენება თქვენთვის წარმოადგენს მორალურ, ეთიკურ ან რელიგიურ პრობლემას, შეგიძლიათ აიცრათ ს ი ნ ო ფ ა რ მ ი ს ვაქცინით, რომელიც შეიქმნა ადამიანის ჩანასახის უჯრედული ხაზების გამოყენების გარეშე და საკმაოდ ეფექტურია დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული კოვიდის დელტა შტამის წინააღმდეგ ვაქცინა გვიცავს! მე ვირჩევ აცრას“, – წერს ზაალ კოკაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g