LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი პრეპარატები უნდა გამოიყენოს მოსახლეობამ ფაროსანას წინააღმდეგ – სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს

1348

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს თუ რომელი პრეპარატები გამოიყენონ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში. სააგენტოში განმარტავენ, რომ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები „ინსაკარი“, “ტალსტარი“, „ზონდერი”, „თეიკ ოფი” და სხვა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, თუმცა გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა ადამიანის ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა, დალევა.საცხოვრებელ სახლებში მავნებლის განადგურება უნდა მოხდეს მექანიკური საშუალებებით და იმ პრეპარატებით, რომლებსაც რეკომენდაციას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.წამლობა წარმოადგენს აზიური ფაროსანასგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების აუცილებელ ღონისძიებას,“- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე წარმოდგენილია ის რეგისტრირებული სადეზინსექციო საშუალებები, რომლებიც თანმხლები ინსტრუქციის თანახმად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შენობებში აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ:

1.„რაფტორი-აეროზოლი მცოცავი მწერების საწინააღმდეგოდ“

2.,,K-Othrine SC 50“

3.“BUNTOX INSECTISIDE AEROZOL EXTRA KILLER“

4.,,დიხლოფოსი ეკო”

5.,,Insecticida Mugal Forte“

6.„სახლის პროშკა გელი“

7.,,დიხლოფოსი „მრ ვოლტ“ უნივერსალური“

8.,,რეიდი“ ტარაკნებისა და ჭიანჭველების წინააღმდეგ

9.,,სოლფისანი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g