ერევანში საპროტესტო აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაუმორჩილებლობის მარში, რომელიც სომხეთის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობდა, რესპუბლიკის მოედანზე დასრულდა.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, ნიკოლ პაშინიანმა, მომხრეებს დილიდან დემონსტრაციის განახლებისკენ და ერევნის ქუჩების სრული ბლოკირებისკენ მოუწოდა.
სერჟ სარქისიანი კი განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე ათეული ადამიანის მხრიდან ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შექმნის მცდელობას უკავშირებს.