წყნეთში 2 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 19-109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა – შენახვას გულისხმობს.
