LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგის ქარდავა რუსთავის N 12 დაწესებულებაში გადაიყვანეს

208
1

უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა N12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინიდან ქარდავას ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით და გართულებების გარეშე ჩაიარა:

“იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკრაინის სახელმწიფოდან მეგის ქარდავას ექსტრადირება განახორციელა. ექსტრადირების პროცესმა დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე ჩაიარა. ამჟამად, მეგის ქარდავა შესახლებული იქნება რუსთავის N 12 დაწესებულებაში.” – განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მომდევნო ეტაპზე კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები წარიმართება.

 

magti 5g