LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: “აი მარადონა რომ ყავთ არგენტინელებს და პელე ბრაზილიას, ხალხნო, ჩვენ გვყავს ნონა!!! ნონა!!! ცოცხალი მსოფლიო ლეგენდა”

9269
BeFunky-collage

პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ნონა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

“აი მარადონა რომ ყავთ არგენტინელებს და პელე ბრაზილიას. ხალხნო, ჩვენ გვყავს ნონა!!! ნონა!!! ცოცხალი მსოფლიო ლეგენდა. ჩემი მხარდაჭერა ნონა გაფრინდაშვილს. თუ რამეში გამოადგება ჩემი საერთაშორისო სამართლებრივი ცოდნა და გამოცდილება, მზად ვარ. დიდება დედოფალს,”-წერს ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი, უმსხვილეს სტრიმინგს, “ნეტფლიქსს” უჩივის. სამართლებრივი დავა სერიალში “ლაზიერის გამბიტი” სიცრუის გაჟღერებისთვის მიმდინარეობს. მიზეზი “მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის დამანგრეველი სიცრუის ჩვენება და მისი მიღწევების გაბათილებაა”. გაფრინდაშვილი ითხოვს, შესაბამისი მონაკვეთი სერიიდან ამოიჭრას. ის კომპენსაციის სახით ის 5 მილიონ დოლარს ითხოვს. საუბარია სერიალის ბოლო ეპიზოდში ნათქვამ ფრაზაზე, სადაც აღნიშნულია, რომ  გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია.

ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ უჩივის და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები