საქართველოს კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში, ჩამოხსნან საკუთარი პოლიტიკური რეკლამები და მათ ნაცვლად, ვაქცინაციის შესახებ მოწოდებები გააკრან.
„შემოდგომის მეორე ნახევრიდან მსოფლიო პანდემიის მე-5 ტალღის მოლოდინშია, რაც ჩვენისთანა მცირე რიცხოვანი ერისთვის შესაძლებელია უმძიმესი აღმოჩნდეს, პრევენციის და პროფილაქტიკის ერთადერთი, ეფექტური მეთოდი მოსახლეობის დროული ვაქცინაციაა, დღეს პანდემიიდან გამომდინარე საქართველო „დანაღმულ ველს, ემსგავსება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ პოლიტიკურ პარტიებს: არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღე დაუთმეთ მოსახლეობისთვის ყველაზე სასიკეთო საქმეს; ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ჩამოხსენით თქვენი სარეკლამო ბანერები და მის ნაცვლად გააკარით მოწოდება ვაქცინაციის შესახებ – „აიცერი – ვაქცინა გვიცავს”
თანამემამულენო! თითოეული ჩვენგანის, თუნდაც მცირედმა პოზიტიურმა ქმედებამ შესაძლებელია საკმაოდ დიდი, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს არსებულ ვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენი ერის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე,“- ნათქვამია საქართველოს კლინიკების ასოციაციის განცხადებაში.