LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბერში საქართველოს პოტენციური ინვესტორები ეწვევიან – საამიროებიდან დელეგაცია ჩამოვა

37
Dubai-1

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით დუბაიში მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ ოქტომბერში საქართველოში ვუმასპინძლებთ ამ კორპორაციების დელეგაციებს და ადგილზე გავაცნობთ კონკრეტულ პროექტებსა და ტერიტორიებს, სადაც ინვესტიციების განხორციელების საშუალება ექნებათ, – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ისეთ მსხვილ კორპორაციებთან, როგორებიცაა: „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).

„შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ძირითადად: უძრავი ქონების, სასტუმროების, სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის, შერეული კონცეფციის ტიპის სხვადასხვა კომპლექსების სექტორებში. სასიხარულოა, რომ უკვე ძალიან კონკრეტული მიღწევები გვაქვს და დაიგეგმა კონსულტანტებისა და კომპანიების დელეგაციების ვიზიტები, რომელთაც ოქტომბერში ვუმასპინძლებთ საქართველოში. ჩვენ მათ ადგილზე გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და შევთავაზებთ კონკრეტულ ლოკაციებს და პროექტებს“, – აღიშნა მიხეილ ხიდურელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g