LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: დამანაშავე უნდა დაისაჯოს. ისეთ მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს

82
ირაკლი-კობახიძე

“დამანაშავე უნდა დაისაჯოს. ასეთ მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და დმანისში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

კახა ოქრიაშვილის განცხადებით, დმანისში ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს

დმანისში ჩვენს მხარდამჭერებზე თავდამსხმელ ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ “ქართული ოცნების” წევრები: ბოკუჩავა

ირაკლი კობახიძის თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ სჩადის ასეთ ქმედებას და რომელი პარტიის წარმომადგენელი:

“ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ დამანაშავე უნდა დაისაჯოს. ასეთ მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს. ეს არის ერთდაერთი პოზიცია, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სჩადის ასეთ ქმედებას და რომელი პარტიის წარმომადგენელი.

ამ ქვეყანაში, ერთადერთი, ვინც წაახალისებს ძალადობას, სიძულვილს, ზიზღს და ა.შ. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” პირველ რიგში, თავისი ტელევიზიებით.” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისში, ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მისი განცხადებით, დაპირისპირების დროს ოპოზიციის 2 აქტივისტი დაჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g