LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიამ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასის გაზრდაზე უარი უთხრა

70

თბილისის მერიასა და ორგანიზაცია „ერთობა 2013“-ს შორის გამართული ერთსაათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. თბილისის მერიამ მემანქანეებისთვის ხელფასის 43%-ით მომატებაზე უარი თქვა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” “ერთობა 2013”-ის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ერთობა 2013“–ის წარმომადგენლების თქმით, მეტროპოლიტენის 300–მდე თანამშრომელი კვირას შეიკრიბება და სამოქმედო გეგმას გააჟღერებს. ცნობილია, რომ ისინი შესაძლოა გაიფიცნონ.

თბილისის მერიაში ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ კეთდება.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g