ინდიანას შტატში, ქალაქ ინდიანაპოლისში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რაც წინასწარი ინფორმაციით, მეხის დაცემამ გამოიწვია. ინციდენტის შედეგად 40 დაპარკინგებული ავტომობილი დაიწვა, ეს ავტომობილები აუქციონით უნდა გაყიდულიყო. ხანძრის ამსახველი ვიდეო Facebook–ით გავრცელდა.
ამერიკელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ცეცხლი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ–ერთ ავტომობილს მეხი დაეცა. სატრანსპორტო საშუალების აალების შემდეგ ცეცხლი მეზობელ ავტომობილებზე სწრაფად გავრცელდა. სადაზღვევო კომპანიის პარკინგზე სულ 40 ავტომობილი იყო გაჩერებული და მიუხედავად მეხანძრეების ძალისხმევისა, ვერც ერთი მანქანა ვერ გადაარჩინეს.