LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალარინების მოძველებული სისტემა სრულად იცვლება – გუდაურს წყლის პრობლემა აღარ ექნება

63
resort-gudauri-in-summer-or-where-to-find-the-cool-climate-and-picturesque-mountains-in-georgia-3

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად განაგრძობს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამჯერად, გუდაურში, წყალმომარაგება – წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. საკურორტო ზონაში მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო, არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს.

პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება წყალარინების მოძველებული სისტემა. შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს. ასევე შენდება რეზერვუარი, ეწყობა ჭაბურღილები და 34 კმ-მდე საკანალიზაციო ქსელი.

აღნიშნული პროექტები ითვალისწინებს გუდაურსა და მიმდებარე სოფლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 48 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შედეგად, საკურორტო ზონა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ერთიანი ქსელით იქნება უზრუნველყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g