LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში ბანკომატი ააფეთქეს

125
111

მარტყოფში, გვიან ღამით საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს.

მომხდარი “ფორტუნას” დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ყაჩაღობას უკავშირდება.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, შენობაში რამდენიმე პირი შეიჭრა და ბანკომატი ააფეთქა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ფული.

როგორც “ფორტუნას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g