ზუგდიდის ცენტრში ოქროს ბირჟა გაძარცვეს. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე კრიმინალისტები და ექსპერტები მუშაობენ.
შსს-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული, თუმცა, შსს-ში ამ ფაქტს არ ადასტურებენ.