LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიონის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულდა

99

საქართველოს რკინიგზამ მდინარე რიონის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები დაასრულა.

”წლების განმავლობაში, რიონის შეცვლილი კალაპოტი ქუთაისი-ბათუმის გზაგამყოფზე მდებარე სარკინიგზო ხიდის ბურჯებს აზიანებდა და ქუთაისის მიმართულების სარკინიგზო გზის მიწის ვაკისის ეტაპობრვ ჩამოშლას  იწვევდა. 2017 წლის დეკემბერში საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, ინტენსიური სამუშაოები დაიწყო. მძლავრი ტექნიკისა და სპეციალისტების დახმარებით, რიონის კალაპოტი შეიცვალა და მოეწყო დამცავი კედელი”, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

მათივე ცნობით, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, არსებულ მონაკვეთზე შეუფერხებელი მოძრაობა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g