LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სკოლებში ბავშვების დაბრუნებაზე მკითხეს და დავწერ ჩვენს გამოცდილებას…” – რა ინფორმაციას ავრცელებს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი

222
BeFunky-collage (3)

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია ეხმიანება საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, 4 ოქტომბრიდან სკოლებსა და უნივერსიტეტებში დასწრებულ რეჟიმში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს საზოგადოებას.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“სკოლებში ბავშვების დაბრუნებაზე მკითხეს და დავწერ ჩვენს გამოცდილებას.
*ანდრო 10 წლისაა და დაწყებით სკოლაშია. დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ამერიკაში ჯერ (!) არ იცრებიან. ფაიზერით ცრიან 12+ მოზარდებს.
*არლინგტონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მასწავლებლები აცრილები არიან, ექიმების მერე პირველ კატეგორიაში მასწავლებლები აცრეს პოლიციელებთან და მეხანძრეებთან ერთად.
*სასწავლო პროცესი მთლიანად სკოლაში იმართება.
*ყოველ დილით მობილურით ვავსებთ მოკლე კითხვარს ბავშვის ჯანმრთელობაზე, გვეკითხებიან ტემპერატურაზე, ხველებაზე, კოვიდის სხვა სიმპტომებზე. პასუხების მიხედვით ვიღებთ საშვს.
*თუ სკოლაში მისულ ბავშვს კოვიდისთვის თუ სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ჩვენება აქვს (ახველებს, აცემინებს, სიცხე აქვს), ბავშვი გადაყავთ სკოლის კლინიკაში და იქედან ატანენ მშობელს. მშობლებს სკოლის შენობაში არც გვიშვებენ.
*თუ ბავშვი სკოლიდან ასე გამოუშვეს (სიმპტომების გამო), ბავშვი უნდა იყოს იზოლაციაში, სკოლას წარუდგინოს PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და, სულ მცირე, ბოლო 24 საათის განმავლობაში არ უნდა აღენიშნებოდეს არც ერთი სიმპტომი. ამ ინფორმაციას იბარებს სკოლის ექთანი და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს სკოლაში დაბრუნების ნებართვას. ტესტებს უფასოდ ატარებს განათლების დეპარტამენტი, ასევე, არის ადგილობრივი ჯანდაცვის მინი კლინიკები, ჩვენთან ყველაზე ახლოს მსგავსი კლინიკა სტადიონს და საჯარო ბიბლიოთეკას შორის დიდ პარკინგზეა მოწყობილი.
*პირბადე სავალდებულოა როგორც აცრილი მასწავლებლებისთვის, ასევე სკოლის ასაკის ყველა ბავშვისთვის.
*ანდრო სკოლის ავტობუსში დილის 8:30 ჯდება და 16:00-საათზე ბრუნდება. პირბადესაც დილის 8:30-დან 16:00-საათამდე ატარებს. ჩანთაში ყოველთვის აქვს გამოსაცვლელი პირბადე. ერთხელ დაგვავიწყდა და სკოლაშივე მისცეს, 2 (ცალ-ცალკე შეფუთული) პირბადე.
*Footnote: არლინგტონის განათლების დეპარტამენტის ბიუჯეტი შარშან 670 მილიონი დოლარი იყო”, – წერს ნანა საჯაია.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებსა და როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. სწავლის პროცესში მოსწავლეები (ყველა კლასი) ვალდებულები იქნებიან, ატარონ პირბადე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g