LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მამალაძე: „ნერვიულობა ვერ მოვასწარი, ნატალიკომ ისე გააჩინა შვილი…“

300
ekamamaladze

ეკა მამალაძე ახლახან ბებია გახდა. მის ქალიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს პირველი შვილი შეეძინა. პატარას სანდრო დაარქვეს.

ეკა მამალაძე ჟურნალ „სარკეს“ საკუთარ ემოციებს უზიარებს:

„ვერც მოვასწარი ნერვიულობა, რადგან რვის ნახევარზე დამირეკა და ძალიან მალე იმშობიარა. საერთოდ, ვცდილობ, მოვლენებს მშვიდად შევხედო, არ მიყვარს გდაჭარბებული ემოციები. ვაკვირდებოდი, რომ ფეხმძიმობა ნორმალურად მიმდინარეობდა, ნატალია თავს კარგად გრძნობდა. ასე რომ, ვიცოდი, მშობიარობაც არ გაუჭირდებოდა და მართლაც ასე მოხდა.

ნატალია უკვე გამოეწერა და თავის ახალ სახლშია მეუღლესთან, აჩიკო ჯაფარიძესთან. საერთოდ, მინდოდა, მოსულიყო და ცოტა ხნით მაინც დარჩენილიყო, მაგრამ მან ასე გადაწყვიტა. საკმაოდ გამოცდილი დედა აღმოჩნდა, ბავშვსაც თავისუფლად იჭერს ხელში, საფენების გამოცვლაც ეხერხება და დაბანაშიც მიიღო მონაწილეობა. ერთი სიტყვით, ყოჩაღი გოგოა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g