LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში 9 წლის ბავშვებს უკვე ესმით ვაქცინაციის მნიშვნელობა და ამაყობენ მშობლები რომ აცრილები არიან: ნანა გეგეჭკორი

108
გეგეჭკორი-ნანა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნიუ-იორკში არსებული რეგულაციის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებმა კონტრაქტი შეწყვიტეს ისეთ თანამშრომლებთან, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდათ.

როგორც ნანა გეგეჭკორი წერს, იგივე რეგულაციის ამოქმედება იგეგმება ნიუ-იორკში მასწავლებლებისთვისაც.

გეგეჭკორი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სრულად არის აცრილი, რაც „ჰოსპიტალურ სექტორზეც აისახება და კოვიდინფიცირებული პაციენტების ორ ათეულზე მეტს ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება ხოლმე“.

„დღეიდან ჩვენი ჰოსპიტალი თანამშრომლების დაახლოებით 8%-მა დატოვა. აუცრელობის გამო გაუწყვიტა ჰოსპიტალმა კონტრაქტი. ასეთია ნიუ-იორკში მოქმედი რეგულაცია. აუცრელებში მხოლოდ ერთი ხელის თითზე ჩამოსათვლელი არიან ექიმები, ოდნავ მეტი ექთნები და დანარჩენი ტექნიკური პერსონალია, მძღოლები, ექთნის თანაშემწეები, ექიმის თანაშემწეები და ასე შემდეგ.

იგივე რეგულაცია ამოქმედდება ნიუ-იორკში მასწავლებლებისთვისაც.

ანამარია (ჩემი უმცროსი შვილი) მიყვებოდა ბავშვები ვსაუბრობდით ვაქცინაციაზე და ყველას ვუთხარი რომ შენ აცრილი ხარო. ყველა ბავშვის მშობელი აცრილიაო. 9 წლის ბავშვებს უკვე ესმით ვაქცინაციის მნიშვნელობა და ამაყობენ მშობლების პასუხისმგებლობით. მასწავლებლები მის სკოლაში სრულად არიან აცრილი.

ნიუ-იორკის უდიდესი ნაწილი სრულად აცრილია. ეს ეტყობა ჰოსპიტალსაც. ორ ათეულს არ სცდება ხოლმე ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვი. მათში უკიდურესად იშვიათად შეხვდებით აცრილს. და თუ შეხვდებით უმეტესად 80 წელს გადაცილებულს, თანდართული დაავადებების უგრძესი სიით.

კოვიდ პანდემიის დასრულების გზა ნამდვილად გადის ვაქცინაციაზე“, – წერს ნანა გეგჭკორი.

mazda magti 5g