LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების ნაწილს დაანგრევენ

125
msheneblobaaa

დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს კუთვნილი ფართები 2022 წლის პირველ-მეორე კვარტალში გადაეცემათ. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც თბილისის მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს ესაუბრა. ელოშვილის თქმით, მომავალ წელს ბინებს 8 ათასამდე ოჯახი მიიღებს, ხოლო დანარჩენი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროცესი გაგრძელდება.

„დედაქალაქის მერიის მოკვლევით, თბილისში ჯამში იყო 187 დაუსრულებელი მშენებლობა, სადაც ბინა 13 ათასამდე ოჯახს უნდა მიეღო. ჩვენ მოვახდინეთ ამ მშენებლობების კატეგორიზაცია. მათ შორის, ყველაზე დიდი მშენებლობები ჰქონდათ: „ცენტრ პოინტს“, „სვეტს“, „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ და „აქსისს“. დაუსრულებელი მშენებლობების დაახლოებით 90% ამ კომპანიებზე მოდიოდა და ბინებით დასაკმაყოფილებელი ჰყავდათ 10 ათასამდე ოჯახი. შევქმენით სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, რომ გარკვეული შეღავათები მიეცა კომპანიებისთვის, რომლებიც ამ მშენებლობებს გააგრძელებდნენ. დაახლოებით, 30-მდე დადებითი დასკვნა გაიცა სხვადასხვა მშენებლობებზე და 8 ათასამდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა, ნაწილის მშენებლობები მიმდინარეობს, ნაწილზე ნებართვების გაცემის სტადიაში ვართ. ობიექტების ნაწილზე დაწყებულია დემონტაჟი, მშენებლობა ან ნებართვის გაცემის პროცედურა“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

მან „ინტერპრესნიუსთან“ იმ ობიექტებზეც ისაუბრა, რომლებიც მშენებლობის გაგრძელებას არ ექვემდებარება.

„თბილისის მასშტაბით ამ დროისთვის, დაახლოებით, 5 ობიექტზეა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ ექვემდებარება მშენებლობის გაგრძელებას და დემონტაჟი უნდა მოხდეს, მათ შორის, მერიის გვერდით მდებარე „ცენტრ პოინტის“ ყოფილ შენობაზე, გარდა ამისა, ამავე კომპანიის კიდევ ორი შენობა უნდა დაინგრეს“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g