LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო მაჭავარიანი: „ემპორიო არმანის“ ფავორიტ გოგონას მეძახდნენ…“

577
mako

ნინო ცქიტიშვილის სააგენტოს მოდელი, მაკო მაჭავარიანი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შუადღეს“ ესტუმრა. შეგახსენებთ, ქართველი გოგონა ახლახნ მილანის მოდის კვირეულში მონაწილეობდა და „ემპორიო არმანის“ საიუბილეო ჩვენებაზე გამოვიდა, მან გახსნა ჩვენება და სამი ლუქი მოირგო, მათ შორის, დიზაინერის ფავორიტი ლურჯი კაბაც.

მაკო მაჭავარიანი:

„ერთი წლის წინ მივედი Look Model Managmenet-ში და ნინო ცქიტიშვილი დამეხმარა, დავკავშირებოდი უცხოურ სააგენტოებს. სწორედ ამის საშუალებით მოვხვდი „ემპორიო არმანის“ ჩვენებაზე. შოუ გავხსენი მე, მქონდა სამი ლუქი და მეცვა ფავორიტი კაბა. „ემპორიო არმანის“ ფავორიტ გოგონას მეძახდნენ. შოკისმომგვრელი იყო, როდესაც გავიგე, რომ სამი ნამუშევარი უნდა წარმომედგინა. ეს მაშინ გავიგე, როდესაც დიზაინერი კაბებს მარგებდა. თავად არმანისთან ახლო შეხება არ მქონია. გოგონები მას პირადად არ მივმართავდით. ვერც ვბედავდით ზედმეტად რამეს. ბექსთეიჯში დიდი ოჯახივით არიან, მოდელებიც ძალიან კარგად არიან განწყობილები. შურის მომენტი არ მიგრძნია. ძალიან მეგობრულები არიან.

ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იყო, მგონია, რომ კარიერის დასაწყისია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g