თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 20 წლის ბიჭის ცხედარი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, თან ჰქონდა პირადი მობილური ტელეფონი და ჯიბეში ფული.
გარდაცვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის მკვიდრია.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი გურიაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ოჯახის წევრებისთვის უცნობია, რა მიზნით იყო ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, როდესაც ის ბათუმში სწავლობდა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.