LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოკუსი შეიცვალა, რიგგარეშე არჩევნებზე აქცენტი აღარ არის, მეორე ტურზე უნდა ვკონცენტრირდეთ: სამნიძე

66
ხათუნა სამნიძე

ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და ამბობს, რომ ფოკუსი შეიცვალა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებზე აქცენტი აღარ არის.

სამნიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” 43% ბარიერი გადალახა, ასე თუ ისე, სხვადასხვა დარღვევით თუ მანიპულაციებით, შედეგი არის ეს და ახლა მეორე ტურზე უნდა კონცენტრირდნენ:

“მე მოვაწერე ხელი დოკუმენტს და ერგულებას ვინარჩუნებ. ამ არჩევნების შემდეგ ვერ ვიქნები კმაყოფილი. ფოკუსი შეიცვალა საერთოდ რიგგარეშე არჩევნებზე.

43% ბარიერი გადალახა “ქართულმა ოცნებამ”, ასე თუ ისე, სხვადასხვა დარღვევით თუ მანიპულაციებით. შედეგი არის ეს. ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ მეორე ტურზე. “რესპუბლიკური პარტია” მხარს უჭერს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, რომელიც გადავიდა მეორე ტურში და იმედი მაქვს, მეორე ტურის წინ “ქართული ოცნება” არ დაარღვევს ყველაფერს, რისი დარღვევაც შეიძლება და არ გადავა ისეთ ძალადობებზე, რომელიც ქვეყანაში ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.” – თქვა სამნძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g