LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NCDC: უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი

87
1

“ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, დროის მოკლე პერიოდში მაქსიმალურად გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი”, – განცხადებას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ ვირუსის გავრცელების შემცირების, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის კლებისა და სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა, სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალური ზრდაა:

“დღეს, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია დროის მოკლე პერიოდში მაქსიმალურად გაძლიერდეს ვაქცინაციის პროცესი, რადგან კოვიდინფექციის გავრცელებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის და, შედეგად, სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალური ზრდაა.

მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის კამპანიაში მაქსიმალურად ჩაერთოს სამთავრობო და კერძო სექტორი, ფარმაცევტული, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო, სამასპინძლო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორები, რათა თანდათან, სულ უფრო მეტი ორგანიზაცია გახდეს “კოვიდუსაფრთხო”, – წერია NCDC-ს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ:

6 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 836 443 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 993 154 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.0%-ია.

სრულად ვაქცინირებულია 843 289 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.5 %-ია.

5 ოქტომბერს კოვიდვაქცინით 9 075 ადამიანი აიცრა.

თუ 2-3 კვირაში ქვეყანამ დღეში 20 ათას აცრას ვერ მიაღწია, სავალდებულო ვაქცინაციის განხილვა აუცილებელი გახდება – ივანე ჩხაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g