LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქრები, მასაჟი, დაპატიჟება… 24 ქალმა ყოფილ მწვრთნელს ძალადობისთვის უჩივლა

39
16334828553014

ვენესუელას ნაკრების 24 ფეხბურთელი გუნდის ყოფილ მწვრთნელს კენეტ შერემეტას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

„ჩვენ ვენესუელას ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა გადავწყვიტეთ დავარღვიოთ დუმილი, რათა თავიდან ავიცილოთ ძალადობის სიტუაცია, ასევე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური შევიწროება საფეხბურთო მწვრთნელ კენეტ შერემეტას მხრიდან.

გასულ წელს ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი გამოტყდა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა 14 წლის ასაკში. ეს დამცირება გრძელდებოდა, სანამ ის არ გააგდეს. მისი თანამზრახველი ამ ყველაფერში იყო უილიამს პინო“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა დეინა კასტელანოსმა გაავრცელა.

აღინიშნება, რომ შერემეტა სხვა გოგონებზეც ძალადობდა, ეპატიჟებოდა შინ, უმიზეზოდ ჩუქნიდა საჩუქრებს, თავაზობდა მასაჟს და ქმნიდა სიტუაციებს, რომელსაც, გოგოების თქმით, ისინი ვერ იგებდნენ.

წერილაში ისიცაა ნახსენები, რომ ყოფილმა მწვრთნელმა გაგდებისას ზოგიერთი მოთამაშის მხრიდან სრული მხარდაჭერა მიიღო. სპორტსმენები ამტკიცებენ, რომ მათით მანიპულირებდნენ. განცხადება მთავრდება თხოვნით ფიფას, კონფედერაციების, ფედერაციებისა და ლიგების მიმართ, რომ კენეტ შერემეტას ქალთა ფეხბურთში მუშაობის ნება არ მისცენ.

შერემეტა U-15 და U-17 ქალთა ნაკრებების მწვრთნელი იყო, მათთან ერთად გამოდიოდა მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებზე. ის ასევე წვრთნიდა ვენესუელას „დეპორტივო ტაჩირას“.

მწვრთნელი 2017 წელს დაითხოვეს მას შემდეგ, რაც განაცხდა, რომ მოთამაშეები ეკონომიკური კრიზისის გამო ცუდად იკვებებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები