6 ოქტომბერს ლონდონში ახალი ფილმის „რაც უფრო რთულია ვარდნა“ პრემიერა შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეი-ზისა და ბიონსეს ამ ფილმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, სწორედ ისინი გახდნენ ღონისძიების მთავარი გმირები. ჯეი-ზიმ კლასიკურ და აკადემიურ სტილს მიანიჭა უპირატესობა და შავ ფრაკში გამოწყობილი მივიდა პრემიერაზე.
რაც ეხება ბიონსეს, როგორც ამბობენ, ყველას ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი. ის „ვალდრინ საჰიტის“ ულამაზეს ქალთევზას ფორმის კაბაში გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე. დეკოლტირებული, ხავერდის კაბა დიზაინერმა სპეციალურად პოპ-დივასთვის შექმნა.