თემურ ჭყონია ამბობს, რომ დღეს საქართველოში ინვესტიციები არ შემოდის და კიდევ დიდხანს არ შემოვა, თუ ასე გაგრძელდა. ეს განცხადება მან Forbes Georgia-ს და Bm.ge-ის მთავარ რედაქტორებთან საუბრისას გააკეთა. ცნობილმა ბიზნესმენმა პასუხი გასცა კითხვასაც, თვითონ რომ უცხოელი ინვესტორი იყოს, გარისკავდა თუ არა საქართველოში ფულის ჩადებას.
ჭყონია ამბობს, რომ ეს რთული შეკითხვაა. „მარტო სახელმწიფოს გარანტიები, შეიძლება, ჩემთვის საკმარისი არ ყოფილიყო, რადგან შესაძლოა, მთავრობამ შეიცვალოს პოზიცია… მაგალითად, ENKA-ს შემთხვევაში სახელმწიფო იყო მხარე და ვხედავთ, სად ვართ ახლა“, – ამბობს თემურ ჭყონია.
რაც შეეხება იმას, თუ რა სახის გარანტიებს მოითხოვდა ის მთავრობისგან, ცნობილმა ბიზნესმენმა Forbes Georgia-ს და Bm.ge-ის მთავარ რედაქტორებს შემდეგი პასუხი გასცა: „აბსოლუტურად არ ვარ მზად ამ კითხვისთვის. ყოველ შემთხვევაში, ნდობის ფაქტორი არ მექნებოდა ასეთი ძლიერი. ვთქვათ, პრემიერ-მინისტრმა რომ მითხრას – გააკეთე, არ გავაკეთებდი“, – განმარტა ჭყონიამ.