LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის თავისებურებები სხვადასხვა ქვეყანაში – რჩევები მოგზაურებისთვის

282

რა თქმა უნდა, ტაქსის მომსახურებით ყველა სარგებლობს, თუმცა ცოტამ თუ იცის რამდენად განსხვავდება ამგვარი სერვისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გთავაზობთ ნაციონალური ტაქსის იმ თავისებურებებს, რომელთა ცოდნა აუცილებლად გამოგადგებათ უცხო ქალაქში მოგზაურობისას.

არაბეთის გაერთიანებული ემირატები, “ქალბატონების ტაქსი” – გაერთიანებულ ემირატებში სუსტი სქესის წარმომადგენლებს მგზავრობის საკუთარი სერვისი აქვთ. “ქალბატონების ტაქსის” პოვნა ყველგან შეიძლება ხალხმრავალი ადგილების ჩათვლით, რადგან ავტომობილის ვარდისფერი სახურავი და მძღოლის უნიფორმა სწრაფად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. სხვათაშორის მომსახურებით, რომელსაც Ladies And Families Taxi ჰქვია, მამაკაცებსაც თავისუფლად შეუძლიათ სარგებლობა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქალბატონებს უწევენ კომპანიონობას.  ტაქსის სადგომი მეტწილად აეროპორტებთან, საავადმოყოფოებთან და სავაჭრო ცენტრებთანაა მოწყობილი, თუმცა ტელეფონით შეიძლება გამოძახებაც, მგზავრობა კი, 1 კილომეტრზე 0,5 დოლარი დაგიჯდებათ.

#pinktaxis#atlantisthepalmjumeirah#picoftheday#dubai❤

A post shared by @ natogb on

ლონდონი, “შავი ქები” – “შავი ქები”, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში ბევრად მაღალი დონის ტრანსპორტად ითვლება, ვიდრე ჩვეულებრივი ტაქსი, მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლზე მოძრაობს, ქებმენი კი, 3-წლიან კურსს გადის, იდეალურად მართავს ავტომობილს და რუქის, ნავიგატორის გარეშე შეუძლია ქალაქში ორიენტირება. “შავი ქები” იმდენად პრესტიჟულია, რომ ბრიტანული არისტოკრატიაც არ თაკილობს მის გამოძახებას. თუ თავადაც გადაწყვიტეთ კოლორიტული ტრანსპორტით სარგებლობა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამგვარი ფუფუნება ჩვეულებრივ ტაქსისთან შედარებით ბევრად ძვირია – დღისით ქალაქში მგზავრობა საშუალოდ 10 კმ. – 25 დოლარი დაგიჯდებათ, ღამით კი, იმავე მანძილის დაფარვა 10 დოლარით მეტი ღირს.

#blackcab #redphonebox #guesswhere

A post shared by …meraki… (@scimiona90) on

ვენეცია, წყლის ტაქსი – მართალია, ვენეციის შუასაუკუნეების ვიწრო ქუჩებში მხოლოდ ფეხით შეიძლება სეირნობა, მაგრამ თუ მოიქანცეთ ან ახალი შთაბეჭდილებების შეძენა გსურთ, აუცილებლად ისარგებლეთ წყლის ტაქსით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პერსონალური კატარღას მომსახურება მარშრუტის სირთულის და არხების სივიწროვის გათვალისწინებით, საკმაოდ ძვირი ღირს. წყლის ტაქსის მოძიება სპეციალურ სადგომზე შეიძლება ყვითელი ნიშნით Water Taxi, ქალაქში გადაადგილება კი, საშუალოდ 18-25 დლარის ღირს.

კამბოჯა, რიქშა – კაშკაშა ფერებით გაფორმებული ტუკ-ტუკის ან რემორკის ნახვა (სწორედ ჰქვია კამბოჯურ რიქშას)  პნომპენში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება, რადგან ადგილობრივებთან ერთად  ტურისტების საყვარელ ტრანსპორტადაც ითვლება, მით უფრო, რომ მძღოლი ყოველთვის სიამოვნებით გაგიწევთ მეგზურობას. მართალია, ქალაქში გადაადგილება საშუალოდ 3-7 დოლარი ღირს, მაგრამ კამბოჯელებს ძალიან უყვართ ვაჭრობა, ამოტომ უკეთესია, წინსასწარ შეთანხმდეთ ფასზე, რათა თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო სიურპრიზები.

სინგაპური, “რობოტაქსი” – მართალია, პირველი უპილოტო “რობოტაქსი” სინგაპურში 2016 წელს გამოჩნდა, მისი გადაადგილება კი, საქმიანი კვარტალის ტერიტორიით იყო შეზღუდული, მაგრამ ორ წელიწადში “ჭკვიანი” ავტომობილები საგრძნობლად “გამრავლდნენ” და მოძრაობის მარშრუტიც მნიშვნელოვნად გააფართოვეს. სხვათაშორის, უპილოტო ტაქსის პირველი მგზავრები ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ ორიგინალური მოგზაურობით, მართალია, ბევრი ვერ მიხვდა, როგორ განსაზღვრავს ავტომობილი შუქნიშნის სიგნალს, ან ადგილს მოხვევისა და დამუხრუჭებისათვის, მაგრამ სისტემის უნაკლო მუშაობამ ყველა ერთნაირად აღაფრთოვანა. ჯერჯერობით “რობოტაქსი” ტექნიკური აღჭურვილობა ისევ ტესტირების პროცესშია, ამიტომ ტაქსით სარგებლობა მხოლოდ გამოძახებით შეიძლება, თუმცა გადაადგილება უფასოა.

კანადა, ეკოქები – ეკოქები – მინიატურული სამბორბლიანი ველოტაქსია, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტორონტოში. მართალია, გადაადგილება სატერფულის (პედლის) ტრიალით შეიძლება, მაგრამ ტაქსი დასამუხტი ბატარეითაცაა აღჭურვილი, რომელიც სიჩქარეს ავითარებს და აღმართზე ასვლას ამსუბუქებს. ეკოქები მოკლე დისტანციაზე მგზავრობისთვისაა გათვალისწინებული, მისი მოძიება კი, მხოლოდ სპეციალურ პარკში შეიძლება. ეკოლოგიური ტაქსის მთავარი უპირატესობა უსაფრთხოება და უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობაა, საფასურის გადახდა კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიწევთ, თუ მძღოლის დაქირავებას მოისურვებთ.

#ecocab #toronto #summertime #summer #holiday #traveler

A post shared by alvinadam1 (@alvinadam1) on

არაბეთის გაერთიანებული ემირატები, წყლის ტაქსი – არბა – არა მხოლოდ ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებაა, არამედ ემირატების ტრადიციული სატრანსპორტო საშუალებაც. ხის ნავი მინიატურული სახლით, რომელიც ადგილობრივების მთავარი სიამაყეა და  სულ მცირე  20 ადამიანს იტევს, მეტწილად ექსკურიის მოსაწყობად გამოიყენება, თუმცა ამგვარი სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში ფასიც იზრდება და საათში 0,3 დოლარს შეადგენს.

ბრაზილია, აეროტაქსი – თუ საცობებში არ გსურთ დროის დაკარგვა, მაშინ ვერტფრენი უნდა დაიქირავოთ! სწორედ ასე იქცევიან სან-პაულოსა და რიო დე ჟანეიროს ბინადრები, სადაც საჰაერო ტრანსპორტი განსაკუთრებით პოპულარულია ბოლო წლებში გახდა. ძირითადად აეროტაქსის ქალაქიდან ქალაქში ან აეროპორტიდან ცენტრში გადაადგილებისთვის იყენებენ, თუმცა, ამგვარი ფუფუნების უფლებას ყველა ვერ აძლევს საკუთარ თავს, რადგან მართალია, ქალაქში გადაადგილება საშუალოდ 150-300 დოლარი ღირს, მაგრამ საფასური არა მხოლოდ მანძილზე, არამედ მგზავრის წონაზეცაა დამოკიდებული.

ნიუ-იორკი, ყვითელი ტაქსი – ნიუ-იორკში ტაქსის გაჩერებისას კარგად დააკვირდით განათებულ აბრას ავტომობილის სახურავზე, რომელიც მხოლოდ მაშინ ინთება, როცა ტაქსი თავისუფალია. სხვათაშორის, წვიმიან ამინდში ქალაქში მანქანის გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ უკეთესია მეტროთი ისარგებლოთ. ავტომობილში ჩაჯდომა 2,5 დოლარი ღირს, ამდენივე დაგიჯდებათ ყოველი გავლილი მილი, დამატებითი საფასურის გადახდა კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიწევთ თუ ღამით ან პიკის საათში მგზავრობთ.

მადაგასკარი, “სოფლის ტაქსი” – ფრანგულ ჟარგონზე Taxi Brousse – “სოფლის ტაქსის” ნიშნავს და ერთგვარ მადაგასკარულ მარშრუტკას წარმოადგენს, რომლითაც ადგილობრივებთან ერთად ტურისტებიც მოგზაურობენ. მართალია, მგზავრებით სავსე “სოფლის ტაქსით” მგზავრობა ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ თუ ნაციონალური კულტურული თავისებურებების გაცნობა და ფინანსების დაზოგვა გსურთ, მაშინ თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ ამგვარი მომსახურეობით. მაგალითად, ტუამასინადან ანტანანარივუში (300 კმ.) 8-საათიანი მგზავრობა სულ რაღაც 12 დოლარი დაგიჯდებათ, 1000 კილომეტრის დაფარვა ტულიარიდან ანტანანარივუში კი, 18 დოლარი ღირს.

#taxibrousse #ziniaré #burkina #burkinafaso

A post shared by Lois Eme (@loiseme1) on

კუბა, “კოლექტიური ტაქსი” – თუ ამერიკული კლასიკური ავტომობილების მოყვარული ხართ, მაშინ ძალიან მოგეწონებათ ჰავანა და ანტიკვარული მანქანებიტ სეირნობა. სხვათაშორის, კოლორიტული მოგზაურობა “ამერიკანკათა” საკმაოდ იაფია, რადგან “კოლექტიური ტაქსის”, მძღოლი გზადაგზა აგროვებს მგზავრებს, მგზავრობის საფასური კი, ყველაზე ერთნაირად ნაწილდება. ტაქსის გაჩერება ქალაქის ნებისმიერ კვარტალში შეიძლება, ძირითადად ავტობუსის გაჩერებასთან.

ესპანეთი, სახედარი ტაქსი – სახედარი, რომელიც ტაქსის ფუნქციას ასრულებს და ტურისტებს ასეირნებს, დიდი ხანია ითვლება ესპანური ქალაქის მიხასას მთავარ სიმბოლოდ. პოპულარობა შინაურმა პირუტყვმა შორეულ 1950-იან წლებში მოიპოვა, როცა ტურისტების აღფრთოვანება დაიმსახურა. როგორც ჩანს, ფერმერებისთვის”ცოცხალი ტრანსპორტის” მომრავლება უფრო შემოსავლიანი აღმოჩნდა, ვიდრე მძიმე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება და სახედარმაც ჩვეული ფუნქსიების ნაცვლად ახალი მისია იტვირთა – საქალაქო ტრანსპორტად იქცა და პატრონსაც სოლიდური შემოსავალი მოუტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები