LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

114
aviakompania-jorjian-earveisis-generaluri-direqtoris-tanamdebobaze-roman-bokeria-dainishna1555339726

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ ავიაკომპანია დატოვა. აღნიშნულ თემაზე ის ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც მიზეზად ქართულ-ამერიკულ კომპანია „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიში“ გადასვლას ასახელებს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ლეგენდარულ „ჯორჯიან ეარვეისის“ გმირულ კოლექტივს და ბატონ თამაზ გაიაშვილს თანამშრომლობისათვის. დღევანდელი დღიდან, ვტოვებ ჩემს თანამდებობას „აირზენაში“ და გადავდივარ ქართულ-ამერიკული კომპანია „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ www.business-brokerage.com პრეზიდენტად სამუშაოდ. Georgian Business Brokerage ა.შ.შ.-ს საერთაშორისო ბიზნესბროკერთა www.IBBA.org და ევროპის ბიზნესბროკერთა ქსელის მეშვეობით, უზრუნველყოფს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და პერსპექტიული ბიზნესპროექტების დაფინანსებას, გლობალური კერძო კაპიტალით“, – განმარტავს რომან ბოკერია.

შეგახსენებთ, „ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორის თანამდებობას რომან ბოკერია 2019 წლიდან იკავებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g