LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტორებთან თუ პირდაპირ არ მიხვედი, ისინი თავისით არ მოვლენ, შეცდომა იყო საინვესტიციო სააგენტოს გაუქმება- ფინანსისტი

68
616087b7e7a84

ფინანსისტი ვასილ რევიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ის მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი შეცდომა იყო საინვესტიციო სააგენტოს გაუქმება, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტს გადააბარეს. ფინანსისტმა საკითხზე გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა. მან იმ გზებზეც გაამახვილა ყურადღება, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები.

„ინვესტორებთან თუ პირდაპირ არ მიხვედი, ისინი თავისით არ მოვლენ. ინვესტორი მოჰყვება სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ერთადერთი არჩევანი გვაქვს, პირდაპირ მათთან საუბარი“, – ამბობს რევიშვილი.

როგორც ფინანსისტი აღნიშნავს, თუ შევხედავ რა სექტორებშია ინვესტიციები, ვნახავთ რომ, ძირითადად ეს არის ფინანსური დარგი. „ამ დარგში კი მოგება, რომელსაც ბანკები წერენ და რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ინგლისში, რეალური ინვესტიცია არ არის. ამიტომაც ინვესტიციების ის დაბალი ნიშნულიც, რაც გვაქვს, უნდა გავყოთ“, – დასძენს ფინანსისტი გადაცემაში „ანალიტიკა“.

ცნობისთვის, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლები იყო 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g