LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სფეროებშია ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ხელფასები

144

ევროკავშირის დახმარებით, სოციალური მომსახურების სააგენტომ ვაკანსიების მონიტორინგი ჩაატარა, რათა გაერკვია, რომელ სფეროებშია დაბალი და ყველაზე მაღალი ხელფასები.

კვლევისას დადგინდა, რომ ყველაზე დაბალი ხელფასი – 50 ლარი მედიცინასა და საკვების წარმოების სფეროში ფიქსირდება, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი მშენებლობაშია და 700 ლარია.

ამასთან, კომპანიები/ორგანიზაციები მინიმალურ ხელფასად 326 ლარს მიუთითებენ.

კვლევის თანამხად, თბილისში გამოკითხულ ორგანიზაციებში მაქსიმალური ხელფასი 7047 ლარია. კერძოდ, ყველაზე დაბალი მაქსიმალური ხელფასი ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სექტორშია, ხოლო ყველაზე მაღალი მაქსიმალური ხელფასი – 12229 ლარი მედიცინაშია.

ამასთან, თბილისში გამოკითხული ორგანიზაციებიდან 38 მომდევნო 6 თვის განმავლობაში 2129 ახალი თანამშრომლის აყვანას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები