LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

220
ბავშვთა მიმართ ძალადობა

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს. აღნიშნული „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა, ბრალდებული კი გუშინ დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი შვილიშვილზე სექსუალურად ხშირად ძალადობდა. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ სხვებს უამო, ბაბუამ მიმალვა სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

magti 5g