აქციაზე მე არადროს ვყოფილვარ და არც არავის მოვუწოდებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ, ქართველებმა ვიფიქროთ საერთო საყოველთაო შერიგებაზე, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
“დიდი მარხვის დაწყების წინ, ჩვენ ქრისტიანები მივდივართ და ყველანი, მიუხედავად ყველაფრისა, ერთმანეთს ვთხოვთ შენდობას” – აცხადებს მიტროპოლიტი
მიტროპოლიტის თქმით დღეს ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა, რადგან ეს ერთადერთი გამოსვალია.
მისი განცხადებით, ქართველებმა საერთო საყოველთაო შერიგებაზე უნდა ვიფიქროთ.
“ეს შესაძლებელია და ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.”