LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დელტა” ვარიანტი 2-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება და 2-ჯერ უფრო ზრდის სიკვდილიანობის რისკს: თამარ გაბუნია

67
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, “დელტა” შტამი ბევრად დამაზარალებელია, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამები.

“თითქმის 2-ჯერ იზრდება “დელტა” შტამის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი” – აცხადებს გაბუნია

მისი თქმით “დელტა” ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრის რისკი სამჯერ უფრო მაღლია.

“ვიცით, რომ “დელტა” შტამი ბევრად დამაზარალებელია. კანადამ გამოაქვეყნა 2 დღის წინ, რომელიც ადასტურებს, რომ ამ შტამის შემთხვევაში ინფექციები 2-ჯერ სწრაფად ვრცელდება, ასევე, თითქმის 3-ჯერ უფრო მაღალია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრის რისკი და თითქმის 2-ჯერ იზრდება “დელტა” შტამის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი. ეს ყველაფერი ძალიან მაღალი რისკების წინაშე გვაყენებს დაავადების მართვის კუთხით,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

magti 5g