LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვმა ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს სამართლებრივი თანამშრომლობა სთხოვა

155
ანასტასია შატალოვა

მოსკოვმა ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს სამართლებრივი თანამშრომლობა სთხოვა
რუსული მედიის ცნობით, საქართველოს საგარეო უწყებას ნოტა თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციამ გაუგზავნა.

რუსული მხარე საქართველოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემას, აუცილებელ სამართლებრივ ქმედებებში დახმარებას, მათ შორის, გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის დროულ გადაცემას სთხოვს.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის საქართველოში მყოფი ნათესავების, მათ შორის მისი შვილის ინტერესების დაცვისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით დგამენ და საკონსულო განყოფილების თანამშრომლები უშუალო კონტაქტში არიან თბილისში ჩამოსულ გარდაცვლილის მამასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g