აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ზვიად ძიძიგურს აკრიტიკებს. ზვიად ძიძიგურის კრიტიკა ამჯერად „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.
ზვიად ძიძიგურმა პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტქალაქში” სტუმრობისას, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი გახარიაზე ისაუბრა, რა დროსაც განაცხადა:
„თუ პარტიიდან წასვლა არის ღალატი, ის პირველად ივანიშვილმა ჩაიდინა. ის წავიდა საკუთარი პარტიიდან, მისი წასვლა თუ არის გმირობა, გახარიას წასვლა რატომ არის ღალატი? სტანდარტები არის არეული და თუკი ერთი სტანდარტით ვუდგებით, მაშინ ორივე ღალატი უნდა იყოს“.
განცხადების საპასუხოდ რუსუდან შარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
„იმ დღეს მიშას დაჭერაზე აუჩუყდა გული, ახლა გახარიას ეტენება. რა ჰქნას ძიძიგურმა – დაიბანა, დაივარცხნა, ჭამა, დალია – კაი ყოფილაო და კიდევ უნდა ხელისუფლებაში.
ბევრს არც ახსოვს და 2003 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს, გულისამრევი ძიძი ნაცმოძრაობის გულმხურვალე წევრი და სააკაშვილის მეხოტბე იყო.
ჰოდა, უბრუნდება ნელ-ნელა თავის წიაღს.
ვამბობდი იმ დღეს და არამარტო იმ დღეს – მამაჩემი რომ ბეჭედს დაასვამდა…!!!“, – წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.