LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვაკის პარკით სარგებლობა უკვე შესაძლებელია

438
BeFunky-collage (3)

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია.

პარკით სარგებლობა უკვე შეუძლია მოსახლეობას. გაწეული სამუშაოების შედეგს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

მისი თქმით, უკვე დაიწყო პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

“ამ სივრცეში მოეწყო სხვადასხვა ზონა – საპიკნიკე ზონები, შეკრების ადგილები, ატრაქციონები, შშმ პირთათვის ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, სავარჯიშო და სარბენი 2 კმ-ზე მეტი სიგრძის ბილიკი, თუმცა ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით. სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას და არსებული კასკადის მოწესრიგებას. ასევე, ფერდებზეც ვაპირებთ ბილიკების პროექტის განხორციელებას”, – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g