LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი დღის შემდეგ ანიტას ბებიის ანგარიშზე 30 000 ლარი დაჯდა, კახა კალაძემ საკუთარი ჯიბიდან, პირადი ანგარიშიდან გადაურიცხა ანიტას” – რას წერენ კახა კალაძეზე

1003
BeFunky-collage (12)

სოციალური ქსელის მომხმარებელი თამრიკო მოლაშვილი ანიტა ფაცაციას ავადმყოფობის პერიოდს იხსენებს.

მოლაშვილი წერს, თუ როგორ დაეხმარა პატარა გოგონას თბილისის მერი, კახა კალაძე.

“ანიტა ილიას ნათლიის შვილია.

ჯერ ისევ ავსტრიაში იყო.

მისი სიცოცხლისათვის ბრძოლა, იწყებოდა.

Manana Toqmajishvili -ს ვურეკავ.

მერიისგან ფინანსურ დახმარებას ვთხოვ.

გახსოვს მანანა?

-თამრიკო, ვიდრე საბუთები არ გვექნება, ვერაფერს გავაკეთებთ.

-მანანა, ავსტრიიდან საბუთები როდის ჩამოვა? ჯერ ვერ მოხერხდენა მისი მოწოდება.

-კარგი თამრიკო. დაველაპარაკები კახის.

ორი დღის შემდეგ ანიტას ბებიის ანგარიშზე 30 000 ლარი დაჯდა.

კახა კალაძემ საკუთარი ჯიბიდან, პირადი ანგარიშიდან გადაურიცხა ანიტას…

ეს ამბავი იქნებ არც გამეხსენებინა…

მისგან ბევრი ასეთი ფაქტი რომ არ მახსოვდეს.

აუცილებლად ჩამოვალ ამ დღეებში თბილისში.

ჩემი ერთი ხმა არ დააკლდება კახა კალაძეს.

კიდევ ერთხელ გმადლობ კახა!”-წერს თამრიკო მოლაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g