LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე ტურის ეგზიტპოლს არც „ედისონ რისერჩი“ ჩაატარებს

116
41

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ეგზიტპოლი არც ტელეკომპანია „ფორმულას“ ექნება. ამის შესახებ  „ფორმულას“ დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

პირველ ტურში „ფორმულას“ დაკვეთით ეგზიტპოლი  Edison Research-მა ჩაატარა. როგორც თარგამაძე ამბობს, პირველი ტურის დროს ველზე მომუშავე მკვლევრებს პრობლემები ექმნებოდათ, რისი აღმოუფხვრელობასაც შესაძელოა, ემოქმედა მეორე ტურში ეგზიტპოლის სანდოობის ხარისხზე.

„არსებობდა გარკვეული პრობლემები, რაზეც ჯერ კიდევ პირველი ტურის მიმდინარეობის დროს განაცხადა როგორც ტელეკომპანიამ, ასევე კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს ამის თაობაზე. ეს უკავშირდებოდა ველზე მომუშავე ადამიანებისათვის უსაფრთხო და სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო და აუცილებელი ნორმების არარსებობას.

შესაბამისად, ამ სირთულეებმა გარკვეულწილად დააყენა ეჭვის ქვეშ თავად ეგზიტპოლში ასახული შედეგებისადმი ნდობის მაღალი ხარისხი, რომელიც ტრადიციულად გვაქვს „Edison-ის“ მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პრობლემების აღმოფხვრის შესაძლებლობები ჩვენს ხელში არ იყო, შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობის აღებაც უკვე ძალიან გაჭირდა“, – განუცხადა გიორგი თარგამაძემ „ნეტგაზეთს“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ეგზიტპოლს არ ჩაატარებს კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ც, რომელთანაც “მთავარი არხი” თანამშრომლობდა. „მთვარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია IPSOS-ს საარბიტრაჟო წესით უჩივლებს. გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც IPSOS-ის ვებგვერდზე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული მონაცემებისგან განსხვავებული კვლევის მონაცემი გამოქვეყნდა, სადაც ცდომილების ზღვარიც განსხვავებული იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g