LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ მხარეს არის, საბჭოთა საქართველო და ბედნიერი რუსეთი, მეორე მხარეს კი თავისუფლების შანსი… დღეს თუ ამას ვერ ხედავ, ან სათვალე გჭირდება ან სინდისი: ზურაბ ჯაფარიძე

106
ზურაბ ჯაფარიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ერთ მხარეს არის, სტაგნაცია, კორუფცია, ნეპოტიზმი, უიმედობა, უპერსპექტივობა, საბჭოთა საქართველო და ბედნიერი რუსეთი, ხოლო მეორე მხარეს არის შანსი“.

მისივე განმარტებით, „პირველ მხარეს დგანან მეტწილად სხვადასხვა ჯურის წურბელები, რომლებიც ამ ქვეყნის გაღატაკებული ადამიანების მიერ შექმნილ დოვლათს ჭამენ სხვადასხვა გზებით, მეორე მხარეს კი ღატაკი ადამიანები დგანან, რომლებიც ყოველდღიურად წვალობენ, შრომობენ რომ საკუთარი თავი და ოჯახი შეინახონ“.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს საზოგადოებას „თავისუფლების შანსი აქვს და ის ვინც ამას ვერ ხედავს, ან სათვალე სჭირდება ან სინდისი“.

„არჩევნებია დღეს

ერთ მხარეს არის სტაგნაცია, ჭაობი, წუმპე

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის კორუფცია, ნეპოტიზმი

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის უიმედობა, უპერსპექტივობა, ნიჰილიზმი

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის შეჩერებული ინვესტიციები, მილიარდობით ვალები, კატასტროფულად გაზრდილი ფასები, გაზრდილი გადასახადები

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის ტყუილი, უტიფრობა, თავხედობა, ცინიზმი, ვირეშმაკობა, გადაგდება, ზიზღი

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის ერთი ადამიანის ხუშტურებზე მოხტუნავე მონათა გუნდი

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის საბჭოთა საქართველო თავისი პარტიული ლიდერებით, სუსით, ქურდებით, ინწილიგენციით და ვითომ სასულიერო პირებით

მეორე მხარეს არის შანსი

ერთ მხარეს არის ბედნიერი რუსეთი

მეორე მხარეს არის შანსი

პირველ მხარეს დგანან მეტწილად სხვადასხვა ჯურის წურბელები, რომლებიც ამ ქვეყნის გაღატაკებული ადამიანების მიერ შექმნილ დოვლათს ჭამენ სხვადასხვა გზებით

მეორე მხარეს დგანან ეს ღატაკი ადამიანები როლებიც ყოველდღიურად წვალობენ, შრომობენ რომ საკუთარი თავი და ოჯახი შეინახონ

ერთ მხარეს არის სასოწარკვეთილი, სუსტი, ღარიბი, საუკეთესო ახალგაზრდებისგან დაცლილი საქართველო, სადაც სადღეგრძელოებში იფხანენ გაუპატიურებულ ეგოს

მეორე მხარეს არის შრომა, ბრძოლა და შანსი

თავისუფების შანსი

დღეს თუ ამას ვერ ხედავ, ან სათვალე გჭირდება ან სინდისი“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g