თბილისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია შეწყდა.
საუბარია ვაზისუბნის 62-ე უბანზე.
ადგილზე ვითარების გასაცნობად მივიდა ენმ-ს თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია.
“ფორტუნას” კორესპონდენტის ცნობით, მათ უბნის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მოკლე ჩართვა მოხდა.
მათივე თქმით, გამოძახებულია ტექნიკური სამსახური.