LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს გადათვლის ცენტრებში ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან

48
ნათია იოსელიანი

დღეს გადათვლის ცენტრებში ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, გადათვლის ცენტრებში პროცესი 17:00 საათზე დაიწყება. მისივე თქმით, უზრუნველყოფილი იქნება პროცესის საჯაროობას და ვიდეოგადაღება.

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა გამართეს სხდომები და კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოავლინეს ყოველ საარჩევნო ოლქში ის უბნები, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს. ამასთან აღსანიშნავია, რომ გუშინ ცესკოს თავმჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა ინიციატივითა და რეკომენდაციით – სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გადათვლის მიზნით გამოევლინათ 7-7 საარჩევნო უბანი. გადათვლის პროცესი დღესვე 17:00 სთ-ზე დაიწყება გადათვლის ცენტრებში და, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ პროცესის საჯაროობასაც და ვიდეოგადაღებასაც.

ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებთ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები. დამუშავებული მონაცემები და ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. აქვე აღვნიშნავ, რადგან კრწანისის საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g