მანიკა ასათიანი გუშინდელ „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“ ნამდვილად ბრწყინავდა. მოდელი და ტელეწამყვანი ისეთ ფორმაში იყო, რომ მაყურებელმა მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა. ულამაზესი ვარცხნილობითა და კაბით მან მოგვაგონა ცნობილი მოდელი ჰეილი ბიბერი, რომელმაც „მეტ გალაზე“ ივ სენ ლორანის მიერ შექმნილი შავი კაბა მოირგო ამოჭრილი გულით და ნაქარგით. ზუსტად ასეთივე კაბა შეარჩია „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წამყვანმა გუშინდელი ეთერისთვის. როგორ ფიქრობთ, ვინ უფრო მოიხდინა ეს ულამაზესი შავი კაბა?


ჰეილი ბიბერი

