საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს უფრო სუსტი იყო.
როგორც ყიფშიძე აღნიშნავს, სააკაშვილს ტესტის გაკეთება შესთავაზეს, რაზეც ის ექიმებს დათანხმდა.
„მისი მდგომარეობა დღეს უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები, რომელზეც ჯერ უარი იყო. ყველანაირი ტესტები გაუკეთდება, რაც ადრე გაუკეთდა, გავიმეორებთ. ვაპირებთ ტესტების გაკეთებას ხვალ და შემდეგ ანალიზებს. ახლა უკვე ორი კომისია გვაქვს, ერთი წინა კომისია და ახალი არის ალტერნატიული, შემდეგ ალბათ ყველას მოვიწვევთ ერთად და გავაკეთებთ დასკვნას. წნევის თამაში იყო, პულსი სხვადასხვა იყო დღის განმავლობაში. ციხის ექიმებთან ერთად, პრეზიდენტს ვთხოვეთ, ერთი ტესტის გაკეთების უფლება მოგვცეს, რადგან არ მოგვწონს მდგომარეობა, რაზეც დათანხმდა. ტესტების გაკეთება ძალიან კარგია ჩვენთვისაც და მისთვისაც. ჯერ ტესტები უნდა გავუკეთოთ ხვალ. მინდა, რომ ხვალ ის ორი ჯგუფი შევიდეს ექიმების, თუმცა ეს ჩემი ინდივიდუალური აზრია“,-განაცხადა ყიფშიძემ.