“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მის თანაპარტიელს მანქანა დაულეწეს.
დეკანოიძე დაზიანებული ავტომანქანის ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
“ჩვენი ზესტაფონის ორგანიზაციის წევრს, ჩვენს მეგობარს და ყოფილ პოლიციელს მამუკა დათიაშვილს მანქანა დაულეწეს.
ასე დახვდა დილას.” – წერს დეკანოიძე “ფეისბუქში.
დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება – “ფორტუნა” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.