LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯერ ისევ ვე­რაფ­რით შე­ვე­გუე იმ აზრს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ჰყავს რუ­სულ რე­ჟიმს” – რას წერს აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ირაკ­ლი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი სააკაშვილს

5919
BeFunky-collage (4)

აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ირაკ­ლი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს წე­რილს უგ­ზავ­ნის და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

რო­გორც მსა­ხი­ო­ბი წერს, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი რუ­სულ რე­ჟიმს და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ჰყავს.

ამასთან ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხალ­ხს სიძ­ლი­ე­რის მა­გა­ლითს აძ­ლევს.

“ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის მე­სა­მე ათწლე­დია და­წყე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი თით­ქოს დრო­ის ათ­ვლა გა­ჩერ­და და ქვე­ყა­ნამ სუნ­თქვა შე­იკ­რა. ჩემი ყო­ვე­ლი დღე იმით იწყე­ბა, რომ ვხსნი ინ­ტერ­ნეტს და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ამ­ბავს ვეც­ნო­ბი. ჯერ ისევ ვე­რაფ­რით შე­ვე­გუე იმ აზრს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ჰყავს რუ­სულ რე­ჟიმს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი დღეს არის გა­დამ­წყვე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში, ისე­ვე რო­გორც იყო ყო­ველ­თვის. მი­წევს იმ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გა­მე­ო­რე­ბა რომ ის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს აღმშე­ნე­ბე­ლია. მის მი­მართ მა­ვან­თა სი­ძულ­ვი­ლი გუ­შინ არ და­წყე­ბუ­ლა. და­ი­წყო იმ წუ­თი­დან როცა მან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს იდეა გა­აჟ­ღე­რა;

რო­დე­საც მან მტკი­ცედ გა­და­წყვი­ტა რომ სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უნდა ყო­ფი­ლი­ყო.ჩემი სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ის იყო რომ იმ ყბა­და­ღე­ბუ­ლი ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე ამა­ყი ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვე­ბით და გა­ხა­რე­ბუ­ლი იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ეს შეძ­ლო წარ­მო­უდ­გენ­ლად მცი­რე დრო­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ოს თვალ­წინ.

მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­წე­ვებს შუ­რით, გა­ბო­რო­ტე­ბით და ში­შით ადევ­ნებ­და თვალს მთა­ვა­რი მტე­რი, რო­მელ­საც სულ არ აწყობ­და პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნის ასე­თი მა­გა­ლი­თი სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბის­თვის. ის მტე­რია ახლა რომ კარ­ნა­ხობს დღის წეს­რიგს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის მტე­რია, რო­მელ­საც უზო­მოდ ახა­რებს ასე ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი და წელ­ში გა­და­ტე­ხი­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ის მტე­რია, რო­მელ­საც და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ჰყავს იმ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პრე­ზი­დენ­ტი.

სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­დგომ­მა პრე­ზი­დენ­ტებ­მა, ვერც სა­ქარ­თვე­ლოს როლი ვერ აღიქ­ვეს ჯე­როვ­ნად, ვერც სა­ქარ­თვე­ლოს მი­სია ვერ გა­ი­აზ­რეს და ვერც თა­ვად პრე­ზი­დენ­ტო­ბის ინ­სტი­ტუ­ტში ვერ გა­ერ­კვენ. ისი­ნი უფ­რო­სი ძმის ერ­თგულ შე­გირ­დე­ბად დარ­ჩნენ. ის­ტო­რი­ამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ხე­ლო­ვან და ძლი­ერ ლი­დე­რად დაგ­ვი­სა­ხა. სწო­რედ ამ სიძ­ლი­ე­რის მა­გა­ლითს გვაძ­ლევს ის დღეს. მე შიშ­ნა­რე­ვი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ვუს­მენ მის გზავ­ნი­ლებს ცი­ხი­დან. რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ალღო, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უფრო მაღ­ლა დგას ვიდ­რე ხელ­მო­ცა­რუ­ლი, ან­გა­რე­ბი­ა­ნი, შუ­რი­ა­ნი, ან სუ­ლაც მის­და­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ნას­რო­ლი თითო კენ­ჭი, რო­მე­ლიც სა­დღაც ჩა­ი­კარ­გე­ბა და გაქ­რე­ბა. ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, მიშა, თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია შიმ­ში­ლო­ბას შე­წყვეტთ თუ არა. მე მხო­ლოდ შე­მიძ­ლია ვი­სურ­ვო რომ ეს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მოხ­დეს. თქვენ ჯან­მრთე­ლი სჭირ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს. პა­ტი­ვის­ცე­მით, თქვე­ნი ირაკ­ლი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი” – ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში, რო­მელ­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g