LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია – თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ პროტესტის გამწვავებაზე

45
ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მესამე დღეა პარლამენტში შიმშილობს, აცხადებს, რომ თუ რაღაც დროის შემდეგ, მოთხოვნებზე რეაგირება არ იქნება, პროტესტის გამწვავებაზე იფიქრებს.

ხოშტარიას თქმით, რა იქნება ეს, მოგვიანებით იტყვის, თუმცა, მისი განმარტებით, არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი აქვს:

“ქართული ოცნებისგან” მოლოდინი – რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან, ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, არავის აქვს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.

მე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე. რა იქნება მერე გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება.

ეს არ არის თამაში, ხუმრობა, პოლიტიკური პოზიორობა, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ ღამე გვიანობამდე მიხეილ სააკაშვილის ექიმებთან მქონდა კომუნიკაცია და, პრაქტიკულად, სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება.

როგორ რისკავენ, წარმოუდგებილია, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ ვიფიქრებ პროტესტის გამწვავებაზე.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. მისი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

დღეს ხოშტარია მოინახულა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

ხოშტარიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ კახა კუჭავას მისვლის მიზანი ადამიანურად მოკითხვა იყო და ეს კარგი მაგალითია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g